ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში
ვირუსით ინფიცირების 5 219 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 675 771-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 348 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 9 588 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 775 შემთხვევა, აჭარა - 142, იმერეთი - 907, ქვემო ქართლი - 375, შიდა ქართლი - 442, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 879, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 101, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 51.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 46 872, საიდანაც 5 679 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 300 პირი.