საზოგადოება
20.10.2021 09:40
ქარიანი ამინდი გორში მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება

დღეს, 20 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ღრუბლიანობა. დღის პირველ ნახევარში, 13 საათამდე, ნავარაუდევია მცირე წვიმაც. 14-დან 17 საათამდე ამინდი შედარებით გაუმჯობესდება, 

ჰაერის ტემპერატურა კი +11 გრადუსს მიაღწევს, პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ქარი 9 მ/წ. 20 საათიდან კი ქარის სიჩქარე შედარებით შესუსტდება - 7 მ/წ.

ხვალიდან, 21 ოქტომბრიდან 5 დღის განმავლობაში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +18 გრადუსს მიაღწევს.

კვირის ამბები