მწერალი, მთარგმნელი და დრამატურგი დავით გაბუნია სპეციალურად გ. ერისთავის სახელობის თეატრისთვის ახალ პიესას დაწერს
კონკურსის - ,,შეუკვეთე შენი სპექტაკლი“ ფარგლებში, სპეციალურად ერისთავის სახელობის თეატრისთვის ახალი პიესას მწერალი, მთარგმნელი და სამეფო უბნის თეატრის დრამატურგი დავით გაბუნია დაწერს. სპექტაკლის პრემიერა კი, 2022 წლის სეზონზე შედგება.
„როგორც გახსოვთ, ზაფხულში, ერისთავის თეატრმა ჩაატარა გამოკითხვა სახელწოდებით - ,,შეუკვეთე შენი სპექტაკლი“. კონკურსში გაიმარჯვა ნომინაციამ - თანამედროვე დრამატურგია, არჩეული თემა კი, სოციალური პრობლემები და პასუხისმგებლობები იყო. გვინდა გაცნობოთ, რომ ამ თემაზე, სპეციალურად ერისთავის თეატრისთვის, მწერალი, მთარგმნელი და სამეფო უბნის თეატრის დრამატურგი დავით გაბუნია დაწერს პიესას. წარმატებებს ვუსურვებთ ამ მნიშვნელოვან პროექტში მას და ჩვენს თეატრს“, - ამბობენ ერისთავის სახელობის თეატრში.