გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ვარიანსა და ნიქოზში სკვერების მოწყობა იგეგმება. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,
პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, უკვე გამოცხადებულია ტენდერები.
დასასვენებელი სივრცეების მოსაწყობად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
რაც შეეხება პროექტების ჯამურ ღირებულებას 244 100 ლარს შეადგენს.
სამუშაოები კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს.