გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დევნილებს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გადაეცათ
198 დევნილ პირს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 198 მიწის ნაკვეთი.
GMnews-ის ინფორმაციით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს და მათი ფაქტობრივი მფლობელები დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილი პირები არიან.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით. 2012 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფოსგან ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო უკვე საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.