საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 5 739 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 670 552-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 082 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 616 937-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 546 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 1 151, ქვემო ქართლი - 353, შიდა ქართლი - 389, გურია - 140, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 912, მცხეთა-მთიანეთი - 139, სამცხე-ჯავახეთი - 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 60.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 043 საიდანაც, 5 570 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 257 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 270 პირი.