საზოგადოება
19.10.2021 11:01
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით სტუდენტთა დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით სტუდენტთა დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო.
როგროც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის სრულ დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად. პროგრამის სრული ბიუჯეტი 205000 ლარს შეადგენს.
განაცხადები მიიღება 1-ლი ნოემბრის ჩათვლით, მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, ელექტრონულ პორტალზე: socreg.mes.gov.ge.
დაინტერესებულ პირებს, სხვა დეტალური ინფორმაცია შესაბამისი ველის შევსებისას შეუძლიათ იხილონ.
კვირის ამბები