საზოგადოება
18.10.2021 14:34
ოთხი ურთულესი ქირურგიული ოპერაციის და კომპლექსური რეანიმაციულ-ინტენსიური თერაპიის ღონისძიებების შედეგად, გიორგი ცერაძემ სტაციონარი დატოვა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა გიორგი ცერაძემ ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის სტაციონარი დატოვა და ბინაზე გაეწერა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

,,სამედიცინო პერსონალის თავდაუზოგავი შრომის, ოთხი ურთულესი ქირურგიული ოპერაციის და კომპლექსური რეანიმაციულ-ინტენსიური თერაპიის ღონისძიებების შედეგად, 9 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა გიორგი ცერაძემ ,,გორმედის“ სტაციონარი დღეს დატოვა და ბინაზე გაეწერა”, - აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 9 ოქტომბერს, საავტომობილო მაგისტრალის გორი-შავშვების მონაკვეთზე მოხდა. ავტომობილში მყოფი ოთხი პირიდან სამი გარდაიცვალა.

გიორგი ცერაძეს, რომელიც კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ოთხი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.  

კვირის ამბები