საზოგადოება
18.10.2021 13:11
ტექნიკური შეფერხების გამო, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისთვის განაცხადების მიღების ვადამ 2 დღით გადაიწია
ტექნიკური შეფერხების გამო, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისთვის განაცხადების მიღების ვადამ 2 დღით გადაიწია
მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისთვის, სოფლის განვითარების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ვებგვერდზე არსებული ტექნიკური შეფერხების გამო, განაცხადების მიღებამ 2 დღით გადაიწია.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ განაცხადების მიღება პროგრამის „დანერგე მომავალი“ მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, ვებ გვერდზე არსებული ტექნიკური შეფერხების გამო, განაცხადების მიღებამ 2 დღით გადაიწია. პროექტში ჩართვა მსურველებს 20 ოქტომბრის 12:00 საათიდან 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეეძლებათ. მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ განაცხადის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში, ვებგვერდიდან: www. rda. gov. ge იმისთვის, რომ დაიჭიროთ თადარიგი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სააგენტოს ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია. დამატებითი კითხვებისთვის კი, მიმართეთ საინფორმაციო დეპარტამენტს ტელეფონის ნომერზე 1501 და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებიან, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ ჩატით“, - აღნიშნულია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კვირის ამბები