საზოგადოება
18.10.2021 13:07
გორის თეატრი ქართული დრმატურგიის ფესტივალზე ორ სპექტაკლს წარადგენს
გიორგი ერისთავის სახლობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი ქართული დრმატურგიის ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას და ორ სპექტაკლს წარადგენს.
თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობები 21 ოქტომბერს მესხეთის თეატრში მამუკა ტყემალაძის მიერ დადგმულ სპექტაკლს - „იესოს საქმეს“ ითამაშებენ. 22 ოქტომბერს კი, წარმოდგენას ბორჯომში გამართავენ. რაც შეეხება სპექტაკლს, რომელსაც გორის თეატრის დასი ბორჯომის სახალხო თეატრში წარადგენს, თანამედროვე რეჟისორის, ელენე მაცხონაშვილის მიერ იაკობ გოგებაშვილის უკვდავი მოთხრობის მიხედვით დადგმულ სპექტაკლი - „სიყვარული შობს სიყვარულს“ გახლავთ.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვის ბოლოს, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი 177-ე შემოქმედებით სეზონსაც გახსნის.
კვირის ამბები