საზოგადოება
18.10.2021 11:42
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის ამბულატორიაში COVID19- ის საწინააღმდეგო აცრები იწყება
დღეიდან, 18 ოქტომბრიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის ამბულატორიაში COVID19- ის საწინააღმდეგო აცრები იწყება. GMnews-ის ინფორმაციით, აცრა შესაძლებელი იქნება როგორც სინოფარმის და სინოვაკის, ასევე ფაიზერის ვაქცინით.
„ბერბუკის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ხელთუბნის მოსახლეობის საყურადღებოდ! ბერბუკის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ხელთუბნის ამბულატორიაში 18 ოქტომბრიდან დაიწყება COVID19- ის საწინააღმდეგო აცრები.
აცრა შესაძლებელი იქნება სინოფარმის,სინოვაკის და ფაიზერის ვაქცინით. ვაქცინაციის პროცესში ჩართული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ბრიგადა.
აცრა არის უფასო და ნებაყოფლობითი“, - ნათქვამია ბერბუკის ადმინისტრაციული ერთეულის ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები