საზოგადოება
18.10.2021 11:23
სოფელ ფლავის საჯარო სკოლაში ორი მასწავლებლის ვაკანსიაა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა ორი სპეციალობის პედაგოგის ვაკანსიას აცხადებს.
საგანმანათლებლო დაწესებულება I, II, III და IV კლასებში სამუშაოდ იწვევს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგს. შესაბამისი განცხადების მიხედვით, რომელიც სკოლის ადმინისტრაციამ უკვე განათავსა, დაინტერესებულ პირებს კვირაში 10 საათიანი სამუშაო დატვირთვა მოუწევთ, რისთვისაც საგანმანათლებლო დაწესებულებას 265-291 ლარიანი ანაზღაურება აქვს გათვალისწინებული.
რაც შეეხება მეორე ვაკანსიას, სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა I, II, III და IV კლასებში მუსიკის მასწავლებელს ეძებს. კვირაში 10 საათიანი სამუშაო დატვირთვა და სავარაუდო ხელფასი 265-291 ლარი გახლავთ.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად, ვებ გვერდის: pedagogi. ge (teacherjobs.ge)-ის მეშვეობით. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 1-ლი ნოემბერია მითითებული.
კვირის ამბები