საზოგადოება
27.11.2019 15:15
იუსტიციის სამინისტროს 13 საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის სწავლების ახალი ეტაპი დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში არსებულ ინგლისური ენის კლუბებში სწავლების მესამე ეტაპი დაიწყო. საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები სოფლიდან გაუსვლელად ინგლისურ ენას შეისწავლიან, ხოლო უცხო ენის მასწავლებლები პროფესიულ გადამზადებას გაივლიან.
პროექტის მორიგი ეტაპის პრეზენტაცია მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის, სტაბილურობის და უსაფრთხოების ფონდის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

ბრიტანეთის საბჭოს პროექტი „ინგლისური ენის კლუბები“ ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2018 წლიდან ხორციელდება. ერთი წლის განმავლობაში, ამ ფაზის ფარგლებში, ინგლისური ენის კურსი 2 500-ზე მეტმა მოზარდმა გაიარა.

კვირის ამბები