მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისთვის, სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დღეიდან იწყება
მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისთვის, სოფლის განვითარების სააგენტო კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას დღეიდან იწყებს.
კერძოდ, 18 ოქტომბერს იწყება საშემოდგომო განაცხადების მიღება პროგრამის - „დანერგე მომავალი“ მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში.
„მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ,რომ განაცხადის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში, ვებგვერდიდან: www. rda. gov. ge იმისთვის, რომ დაიჭიროთ თადარიგი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სააგენტოს ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია. დამატებითი კითხვებისთვის კი, მიმართეთ საინფორმაციო დეპარტამენტს ტელეფონის ნომერზე 1501 და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებიან, ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ ჩატით“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.