დღეს, 18 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანობაა მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს. 13-დან 17 საათამდე მოიმატებს ქარიც - 11 მ/წ.
ქარიანი ამინდი და ღრუბლიანობაა ნავარაუდევი 19 და 20 ოქტომბერსაც.
ხვალ, 19 ოქტომბერს, დღის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექიც, ჰაერი კი +15 გრადუსამდე გათბება.
კიდევ უფრო დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა 20 ოქტომბერს და მხოლოდ + 13 გრადუსს მიაწევს. გორის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე 20 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმაც. 11-დან 17 საათამდე ნავარაუდევია ქარის გაძლიერებაც - 10 მ/წ.
21 ოქტომბრიდან კი გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში