საზოგადოება
16.10.2021 13:02
ავარიის შედეგად დაშავებული გიორგი ცერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი რეანიმაციული განყოფილებიდან გადაყვანილია პალატაში - ექიმი

ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად დაშავებულ გიორგი ცერაძეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა აღარ ესაჭიროება. ჩატარებული ოთხი ოპერაციის შედეგად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

,,ჩატარებული ოთხი ქირურგიული ოპერაციის და ინტენსიური მკურნალობის შედეგად, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მიღებული გადაწყვეტილებით, იგი რეანიმაციული განყოფილებიდან გადაყვანილია ქირურგიული განყოფილების პალატაში, სადაც განაგრძობს მკურნალობას“, - განაცხადა ,,გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტატო ქაჯაიამ.  

ცნობისთვის, ავტობანის გორი-შავშვების მონაკვეთზე 9 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მყოფი 4 პირიდან სამი გარდაიცვალა.

კვირის ამბები