საზოგადოება
15.10.2021 13:39
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული გიორგი ცერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ტატო ქაჯაია

9 ოქტომბერს, შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული გიორგი ცერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს პაციენტი აპარატიდან მოიხსნა, - ამის შესახებ  GMnews-ს „გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტატო ქაჯაიამ განუცხადა.

ქაჯაიას ინფორმაციით, პაციენტს ოთხი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან კლინიკაში რჩება ერთი პაციენტი. მას ორი დღის განმავლობაში ჩაუტარდა ოთხი ქირურგიული ოპერაცია. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იგი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა, გვაქვს დადებითი დინამიკა და დღეს პაციენტი მოიხსნა აპარატიდან“, - განაცხადა ტატო ქაჯაიამ.

ცნობისთვის, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი ოთხი პირიდან სამი გარდაიცვალა.  

კვირის ამბები