საზოგადოება
15.10.2021 12:47
9 ოქტომბერს შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი გარდაიცვალა

9 ოქტომბერს, შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. გიორგი მურადაშვილი ოჯახის მოთხოვნით, კლინიკა „გორმედიდან“ რეანომობილით თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ჯერ არს“-ში გადაიყვანეს. დაშავებული აღნიშნულ კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს, გორი-შავშვების საავტომობილო გზაზე ქორწილის კორტეჟში მყოფი BMW-ს მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, 3 კი - მძიმედ დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი, მიხეილ ვანიშვილი 9 ოქტომბერს კლინიკაში დაიღუპა.

კიდევ ერთი დაშავებული, გიორგი ცერაძე, ამ დრომდე „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც „გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძვანელმა GMnews-ს განუცხადა, პაციენტს ოთხი ქირურგიული ოპერაცია ჩაუატარდა, ამჟამად დადებითი დინამიკა შეინიშნება და პაციენტი დღეს მოიხსნა აპარატიდან.

კვირის ამბები