არბოს საჯარო სკოლის დირექტორს და ერთ პედაგოგს კორნავირუსული ინფექცია დაუდასტურდათ, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.
ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, სკოლა დისტანციური სწავლების მოდელზე არ გადასულა.
„დღეის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის ახალი ფაქტები არ დაფიქსირებულა. გვაქვს მხოლოდ არბოს საჯარო სკოლაში დადასტურებული ორი შემთხვევა - დირექტორს და პედაგოგს გამოუვლინდა ვირუსი, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ პირებს არ ჰქონდათ კონტაქტები სკოლის პერსონალთან და მოსწავლეებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციური სწავლების საჭიროება არ დგას“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში