საზოგადოება
15.10.2021 10:50
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 3 270 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 652 677-ს.

Stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 298 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 608 861-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 396 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა - 178, იმერეთი - 700, ქვემო ქართლი - 191, შიდა ქართლი - 149, გურია - 86, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 315, კახეთი - 586, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 394 საიდანაც 5 153 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 154 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე  262 პირი იმყოფება.

კვირის ამბები