საზოგადოება
14.10.2021 11:55
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვეყანაში, ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 4 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 649 407-ს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 982 პირი, ხოლო ჯამში კორონავირუსული ინფექცია 607 563-მა პაციენტმა დაამარცხა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 370 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 272 შემთხვევა, აჭარა - 134, იმერეთი - 899, ქვემო ქართლი - 223, შიდა ქართლი - 250, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401, კახეთი - 702, მცხეთა-მთიანეთი - 99, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 448 საიდანაც, 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 088, მათგან 249 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
კვირის ამბები