გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ანსამბლი „ფორტე“ რამდენიმე კონცერტს გამართავს.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ღონისძიებები ღია ცის ქვეშ გაიმართება და დასწრება თავისუფალია.
აქვე გეტყვით, რომ აქტივობა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით დაიგეგმა და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
GMnews გაგაცნობთ დაგეგმილი კონცერრების გრაფიკს:
ბერშუეთი – 13 ოქტომბერი;
ხურვალეთი – 14 ოქტომბერი;
მეჯვრისხევი – 15 ოქტომბერი;
ნიქოზი 16 ოქტომბერი;
ერგნეთი – 17 ოქტომბერი;
მერეთი – 18 ოქტომბერი.
აქვე შეგახსენებთ, რომ კონცერტის დაწყების დრო 17:00 საათია მითითებული.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი