არასრულწლოვანზე მზრუნველობას ახორციელებს ბიოლოგიური ოჯახი, მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის, პროცესში ჩაერთო ფსიქოლოგიც, - ამის შესახებ შიდა ქართლის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში განაცხადეს.
„არასრულწლოვანზე მზრუნველობას ახორციელებს ბიოლოგიური ოჯახი, შსს-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ზრუნვის სააგენტო ჩართულია მყისიერად. გარდა საპროცესო წარმომადგენლობისა, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, არასრულწლოვანის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკი. მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის პროცესში ფსიქოლოგიც ჩაერთო“, - აცხადებენ სააგენტოში.
ცნობისთვის, 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა 53 წლის მამაკაცი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეს გორის რაიონული სასამართლო განიხილავს.