დღეიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადადის კარალეთის პირველი საჯარო სკოლა, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზავილმა განუცხადა.
ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექცია გამოვლინდა გორის მეათე საჯარო სკოლის მეხუთე კლასშიც.
„კორონავირუსი გამოვლინდა გორის მეათე საჯარო სკოლის კიდევ ერთ კლასში, დღეიდან აღნიშნული სკოლის მეხუთე კლასი 12 დღის განმავლობაში დისტანციურად ისწავლის. სამწუხაროდ, ვირუსის გამოვლენის რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა კარალეთის პირველ საჯარო სკოლაში, რის გამოც აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, დღეიდან 12 დღის განმავლობაში, სრულად დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს სწავლას“, - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა
შეგახსენებთ, რომ კოვიდინფიცირების ფაქტები გამოვლენილია გორის მესამე, მეშვიდე, მეათე, მეთორმეტე საჯარო სკოლების, ასევე, სოფელ მეჯვრისხევის და კარალეთის პირველ საჯარო სკოლების სხვადასხვა კლასში.