საქართველოში 14 ოქტომბერს მცხეთობა (სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული) აღინიშნება.
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. ამ დღეს, ასევე, წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმიდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც აღინიშნება.
14 ოქტობერი 1991 წლიდან ოფიციალურად უქმე დღედ არის გამოცხადებული, შესაბამისად არ მუშაობენ საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.
გორში ნალექია მოსალოდნელი ღამის 3-დან დილის 5 საათამდე და ასევე წვიმაა ნავარაუდევი 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში
ვიწყებთ „ქართული ოცნების“ მიზნებისა და ამოცანების საზოგადოებისთვის გაცნობას - მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ