ტურიზმი
27.11.2019 11:29
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორებს ღვინის ტურს შესთავაზებს

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორებს ისტორიულ-ეთნოგრაფიულთან ერთად,  ღვინის ტურსაც შესთავაზებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კომპანია „უფლისციხის მეღვინეობა“-ს ერთობლივი ძალისხმევით რესტავრირებულ უძველეს მარანში სტუმრობა მსურველებს უკვე შეუძლიათ.  

„მოგეხსენებათ, ახლახანს,  სრულად განახლდა და ფუნქციურად დაიტვირთა მარნის არქიტექტურული ნაგებობა. უფლისციხის მუზეუმთან ახლოს, ასევე, ძველი ტრადიციული მეთოდით დატერასდა მარნის მიმდებარე ტერიტორია და გაშენდა ვაზის ენდემური ჯიშები. ისტორიულ მარანში, ღვინო უმთავრესად ქართლში მოყვანილი ყურძნისგან დაიწურება. ადგილობრივი ვაზის ჯიშების შესახებ ინფორმაციის გაცნობა და 4 სახეობის ღვინის -  ჩინებულის, ატენურის, თავკვერის და ხიდისთაურის დეგუსტაცია, ტურით მოსარგებლეებს, გამომშრალ ხილთან, ჩურჩხელასთან და ყველთან ერთად შეეძლებათ. ვიზიტორები, მარნის ტერიტორიაზე, სურვილისამებრ, ასევე, შეიძენენ ბოთლის ღვინოსაც“, - ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები