საზოგადოება
12.10.2021 16:36
ინფექციის გავრცელების გამო, გორში, ყოველდღიურად, არაერთი კლასი გადადის დისტანციურ სწავლებაზე
ვირუსის გავრცელების მხრივ, შიდა ქართლში ვითარება საყურადღებოა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, კოვიდინფექციის შემთხვევების მატების გამო, ონლაინ სწავლებაზე სულ უფრო მეტი სასწავლო დაწესებულების მოსწავლეები გადადიან.
„რეგიონის მასშტაბით არსებულ საჯარო სკოლებში დისტანციურ რეჟიმზე გადასული სკოლების სტატისტიკა ასეთია: გორის 10 სკოლაში ონლაინ სწავლებაზე გადასულია - 11, ხოლო ქარელში 7 სკოლის 14 კლასი. ამასთან 3-მა საბავშვო ბაღმა შეწყვიტა მუშაობა. ხაშურში, დისტანციურ რეჟიმზე 6 სკოლის 8 კლასია გადასული 3-მა საბავშვო ბაღმა კი, ფუნქციონირება შეწყვიტა. რაც შეეხება კასპს, ონლაინსწავლებაზე 5 სკოლის 7 კლასია გადასული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები გუშინდელია და დღეს კიდევ დაემატება სავარაუდოდ“, - აღნიშნა ეკა ქორჩაშვილმა GMnews-სთან საუბრისას.
საჯარო სკოლებიდან კოვიდინფექციის განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა კარალეთის 1-ელ საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, რის გამოც აღნიშნული სკოლა სრულად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.
კვირის ამბები