საზოგადოება
12.10.2021 16:19
უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის და დანაშულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი დანაშულის შუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთი პირი არასრულწლოვანია, რის გამოც მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სხდომა დახურა.
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარე საქმეზე ბრალდების მხარის მოთხოვნა პატიმრობა იყო, მოსამართლემ საქმის პროკურორის, მიხეილ ბერიაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რასაც არ იზიარებს დაცვის მხარე და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
ბრალდებულთაგან ოთხის უფლებებს ადვოკატი გიგა ჯეირანაშვილი იცავს. ჯეირანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ბრალს არ აღიარებენ.
მოსამზადებელი სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 8 ნოემბერს შედგება.
კვირის ამბები