საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდში ცალკეულ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე ამ პერიოდში გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია და საურავი.
როგორც ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ეს შეეხებათ პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სარგებლობს სახელმწიფო ქონებით, გადაცემული აქვთ ქონება და ვისაც შესაბამისი ხელშეკრულება დადებული აქვს ქონების მართვის სააგენტოსთან.
„მთავრობამ იმსჯელა და მხარი დაგვიჭირა. ეს შეეხება პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სარგებლობს სახელმწიფო ქონებით, გადაცემული აქვთ ქონება და ვისაც შესაბამისი ხელშეკრულება დადებული აქვს ქონების მართვის სააგენტოსთან. ჯამში საუბარია ქირაზე, იჯარასა და მართვის საზღაურ დაახლოებით 5 მილიონ ლარზე მეტზე, ამას ემატება გადაუხდელობით ან დაგვიანებით დარიცხული ჯარიმა, დაახლოებით 1 მლნ ლარი, რომელიც ასევე ამ სუბიექტებს ეპატიებათ. ეს გამომდინარეობს იმ სირთულეებიდან, რაც ზოგადად, ქვეყანას, ბიზნესს, ადამიანებს თავს დაატყდათ, რაც მის გადახდისუნარიანობაში აისახა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.