გორის მუნიციპალიტეტში, ყველა საბავშვო ბაღმა სასწავლო პროცესი განაახლა, თუმცა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლამდელი აღზრის 4 დაწესებულებაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ბავშვების მიღება ვერ მოხერხდა.
კარალეთის N1, შერთულის, სკრისა და შინდისის საბავშვო ბაღები, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღსაზრდელთა მიღებას ვერ შეძლებენ, თუმცა, GMnews-ის ინფორმაციით, ამ სასწავლო დროის განმავლობაში, ბავშვებზე საკვები პროდუქტების გაცემა არ იგეგმება.
„მოგეხსენებათ, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მუნიციპალიტეტის 4 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა, თუმცა, შესყიდვის არსებული თავისებურება არ იძლევა იმის საშუალებას რომ ზემოთ ჩამოთვლილი ბაღების აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტების გაცემა განხორციელდეს. სამაგიეროდ შემიძლია იმის თქმა, რომ აღნიშნულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სარაბილიტაციო სამუშაოები შეძლებისდაგვარად მალე დასრულდება და ბავშვები შეძლებენ სასწავლო პროცესში ჩართვას“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა.