საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1 623 პირი, სამწუხაროდ დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 37 შემთხვევა.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან ამ მომენტამდე დადასტურებულია 640 358 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 603995 პაციენტი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა შეადგენს 9 306-ს.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევაა 27 031, საიდანაც 4 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმე პაციენტია 1 042, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 1 359 შემთხვევა, აჭარა - 225, იმერეთი - 1 060, ქვემო ქართლი - 256, შიდა ქართლი - 349, გურია - 156, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 493, კახეთი - 617, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 59.