საზოგადოება
12.10.2021 10:34
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ადამიანებო - გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი სკოლის მოსწავლეების მშობლებს მიმართავს

როდესაც ოჯახის წევრს უდასტურდება ვირუსი, დატოვეთ ბავშვი სახლში, თუნდაც გატესტილი და უარყოფითი იყოს, - ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი სოციალურ ქსელში წერს.

ნანა ტერმაკოზაშვილი სკოლის მოსწავლეების მშობლებს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, არსებული რეგულაციების დაცვისა და მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ყველა მშობელს მივმართავ, ვისაც სკოლის მოსწავლე გყავთ შვილი.

როდესაც ოჯახის წევრს უდასტურდება ვირუსი, დატოვეთ ბავშვი სახლში, თუნდაც გატესტილი და უარყოფითი იყოს!

როდესაც ბავშვს ვირუსის სიმპტომები აქვს, არ გაუშვათ სკოლაში!

როდესაც ესა თუ ის კლასი დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადაგვყავს, იმას ნიშნავს, რომ ამ კლასის ბავშვები უნდა იყვნენ სახლში და არ იარონ სხვადასხვა წრეებზე თუ კერძო მასწავლებლებთან!

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ადამიანებო!

ვეცადოთ, შევინარჩუნოთ სწავლა-სწავლების პროცესი საკლასო ოთახებში! სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს ჩვენი შვილებისთვის“, - წერს ნანა ტერმაკოზაშვილი სოციალურ ქსელში.

კვირის ამბები