საზოგადოება
11.10.2021 16:55
გორის მუნიციპალიტეტის მერი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

გორის მუნიციპალიტეტის მერი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და  დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. კონსტანტინე თავზარაშვილი, ასევე იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიების შედეგად გამოვლენილი დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.

„გლოვობს სრულიად საქართველო! დაშვებულია დროშები. სიტყვები ნამდვილად უძლურია იმ ტრაგედიის გადმოსაცემად, რაც ბათუმში დატრიალდა. ვუსამძიმრებ ჩვენს ქვეყანას, ოჯახის გადარჩენილ წევრებს ამ უსაზღვროდ დიდ ტკივილს. ვერავინ შევძლებთ ამ დღეების დავიწყებას. ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ! იმედი მაქვს, რომ დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან“, - წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე თავზარაშვილი.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის გორშიც ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეა დაშვებული.

კვირის ამბები