საზოგადოება
11.10.2021 15:25
ავარიის შედეგად დაშავებული ორი პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს მკურნალობას, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

საავტომობილო მაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე შაბათს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. „გორმედის“ ქსელის კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ორივე პაციენტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პაციენტი, ორივეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ამ დროისთვის ორივე პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და იქ აგრძელებენ მკურნალობას.

ორივე პაციენტი შემოვიდა საკმაოდ მძიმე დაზიანებებით, ეს იყო ინტრაპრანიალური ტრავმა (ქალა-ტვინის ტრავმა), გულ-მკერდის ტრავმა, ჰიპოოლემიური შოკი, ფილტვის დაზიანება. ამჯერად დაჭირდათ ქირურგიული ოპერაცია, ერთს დამატებით სჭირდება ჩარევა სახსარზე. ამჯერად ორივეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მკურნალობას აგრძელებენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. აქვე აღვნიშნავ, რომ პაციენტების შემოსვლისთანავე მობილიზებული იყო ჩვენი ყველა დეპარტამენტი, როგორც რეანიმაციული, ისე საოპერაციო და აბსოლუტურად დროულად მოხდა ყველა საჭირო პროცედურის ჩატარება“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შავშვებთან შაბათს მოხდა, ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მყოფი ერთი პირი, 18 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი, რომელიც კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს, 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.

კვირის ამბები