საზოგადოება
11.10.2021 14:20
ახალგაზრდა მხატვარი მარიამ ჭალიძე ბათუმსა და გორში მომხდარ ტრაგედიას საკუთარი შემოქმედებით ეხმაურება

ახალგაზრდა მხატვარი მარიამ ჭალიძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიასა და გორში, ავარიის შედეგად ახალგაზრდების გარდაცვალებას საკუთარი შემოქმედებით ეხმაურება. როგორც მარიამი ამბობს, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველოსთან ერთად  გლოვობს და ცდილობს დაგროვილი მწუხარების  ემოციებისგან ამ გზით გათავისუფლდეს.
„მოგეხსენებათ,ბათუმში, ამ დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ, რამაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. გუშინ კი, გორში ავარიის შედეგად დაიღუპა ჩემი მეგობარი თაზო მურადაშვილი რამაც ძალიან დიდი სტრესის ქვეშ მომაქცია. ერთ ცუდ ამბავს მეორე დაემატა და ასე ვთქვათ ჩემი ემოციები ფურცელზე გადმოვიტანე... მინდა ჩემი ნახატით სამძიმარი გამოვუცხადო ყველას, საშინლად მტკივა გული“, - გვითხრა ახალგაზრდა მხატვარმა.
შეგახსენებთ, ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სადარბაზოს ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად 9 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის სამი მცირეწლოვანია. გორში, შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად კი, 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა და 3 მძიმედ დაშავდა.

კვირის ამბები