ტურიზმი
11.10.2021 13:12
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში დაგეგმილი შემოდგომის ტურისტული გამოფენა-ბაზრობა 15 ოქტომბერს გაიმართება

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე დაანონსებული  ტურისტული გამოფენა-ბაზრობა, რომელიც ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო, 15 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც GMnews-სთან გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ განაცხადა, ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხელნაკეთი ნივთების ოსტატები და მხატვრები მიიღებენ. გამოფენა ბაზრობაზე წარმოდგენილი ექსპოზიციების გაცნობასა და ექსპონატების შეძენას ქართველი და უცხოელი სტუმრები 17:00 საათამდე შეძლებენ.„მოგეხსენებათ, ეს არის ტრადიციული ღონისძიება, რომელიც წელს უკვე მეოთხედ იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებაა. მხარდამჭერები კი, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და გორის მუნიციპალიტეტის მერია არიან. ბუნებრივია, ღონისძიება არსებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

 

კვირის ამბები