საზოგადოება
11.10.2021 13:10
როდის შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებიდან 12 დღე გავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ გორის საარჩევნო ოლქში მეორე ტურის ჩატარების საჭიროება არ დგას, GMnews დაინტერესდა, როდიდან შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი.

როგორც საარჩევნო კანონმდებლობაში ვკითხულობთ, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველი მერის უფლებამოსილება წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს.

შეგახსენებთ, რომ გორის თვითმმართველ თემში, წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გაიმარჯვა, თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციას შემაჯამამებელი ოქმი ჯერ არ გამოუცია.

კვირის ამბები