საზოგადოება
11.10.2021 11:27
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყება

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მისაღებად დამატებითი რეგისტრაცია გამოცხადდა. აღსაზრდელთა მშობლები განაცხადის გაკეთებას დღეს, 12:00 საათიდან შეძლებენ.  რეგისტრაციას 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები (მინიმალური ზღვარი 2019 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები) გაივლიან,- აღნიშნულის შესახებ GMnews-სთან გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. ლია კოვზიაშვილის თქმით, ქალაქში მდებარე ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად გახორციელდება. მშობლებმა  რეგისტრაცია შემდეგ ელ.მისამართზე: www.gorikids. ge -ზე უნდა გაიარონ. რაიონის ბაღებში ჩასარიცხად კი, განცხადების დაწერა ადგილობრივი ბაღის დირექტორთან ან სააგენტოში იქნება შესაძლებელი.
„ვაცხადებთ განმეორებით ელექტრონულ რეგისტრაციას იმ ბაღებში ჩასარიცხად, სადაც პირველადი რეგისტრაციის შემდეგ დარჩა ადგილები.  რეგისტრაცია დაიწყება 11 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ჩვენს ვებგვერდზე www. gorikids. Ge და გაგრძელდება 18 ოქტომბრამდე“, - აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა.

კვირის ამბები