საზოგადოება
11.10.2021 10:57
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1 848 პირი.

ბოლო 24 საათში დაფიქსირდა გარდაცვალების 23 შემთხვევა.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 334, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 50, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 142, კახეთი - 294, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 916 საიდანაც 4 514 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 006 პირი, მათ შორის,  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი.

კვირის ამბები