თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელიც კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს, გარდაიცვალა. ორი დაშავებულის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმე რჩება, ორივე მათგანი მოთავსებულია ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შავშვებთან მოხდა, ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მყოფი ერთი პირი, 18 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში