საზოგადოება
09.10.2021 14:26
შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, სამი დაშავდა

გორი-იგოეთის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა და სამი დაშავდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა სოფელ შავშვებთან მოხდა, ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

კვირის ამბები