საზოგადოება
09.10.2021 12:51
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 29 პაციენტი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით

ვირუსით ინფიცირების 2 844 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 631 563-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 814 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 598 468-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 9 221 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა - 127, იმერეთი - 607, ქვემო ქართლი - 154, შიდა ქართლი - 147, გურია - 116, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 368, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 848, საიდანაც 4 203 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 945 პირი.

კვირის ამბები