ტურიზმი
08.10.2021 16:30
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში შემოდგომის ტურისტული გამოფენა-ბაზრობა გაიმართება
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში შემოდგომის ტურისტული გამოფენა-ბაზრობა გაიმართება. ერთდღიანი ღონისძიება 10 ოქტომბერს, 13:00 საათზეა დაგეგმილი და მასში მონაწილეობას გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხელნაკეთი ნივთების ოსტატები და მხატვრები მიიღებენ.
ღონისძიების ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებაა. მხარდამჭერები კი, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და გორის მუნიციპალიტეტის მერია არიან.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიება არსებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.
კვირის ამბები