საზოგადოება
08.10.2021 14:34
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კოვიდინფქეციის დადასტურების შემთხვევები არ გამოვლენილა

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კოვიდინფექციის დადასტურების შემთხვევები არ გამოვლენილა, - ამის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.

ლია კოვზიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით და სააღმზრდელო პროცესი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს.

„მოგეხსენებათ, სასწავლო პროცესი ქალაქის მასშტაბით 6 ოქტომბრიდან განახლდა, ეტაპობრივად იხსნება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ბაღებიც. რაც შეეხება ამ მოკლე პერიოდში კოვიდინფიცირების გამოვლენის შემთხვევებს, მსგავსი ფაქტები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. უნდა აღინიშნოს, რომ სასწავლო პროცესის დაწყების ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს. რაც შეეხება აღსაზრდელების ბაღში მიღების საათებს, თავშეყრის არიდების მიზნით, მიღება 9:00- დან 10:00 საათამდე ხორციელდება“,- აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა

ცნობისთვის, სააღმზრდელი პროცესი ქალაქის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში 6 ოქტომბრიდან განახლდა.

კვირის ამბები