GMnews-ის ინფორმაციით, გორის სხვადასხვა სკოლაში კორონავირუსით მოსწავლეების ინფიცირების კიდევ ოთხი შემთხვევა გამოვლინდა.
ტესტირების შედეგად, მე-3 საჯარო სკოლაში დადასტურდა ინფიცირების სამი შემთხვევა - ორი მეთერთმეტე კლასში და ერთი ინფიცირებული დაწყებითი კლასის მოსწავლეა.
დაწყებითი კლასის მოსწავლის ინფიცირება გამოვლინდა გორის მე-12 სკოლაშიც.
ინფორმაციას ადასტურებენ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც. უწყების ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის საფუძველზე, კლასები, სადაც ინფექციის შემთხვევები გამოვლინდა, ხვალიდან გადავლენ სწავლების დისტანციურ ფორმაზე.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირების ფაქტების გამო, გორის მე-7 საჯარო სკოლის ერთი და სოფელ მეჯვრისხევის სკოლის სამი კლასი დისტანციურ სწავლებაზეა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში