სსიპ - ქალაქ გორის №3 საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს პროფესიული განათლება საექთნო საქმეში, სასურველია პროფესიული გამოცდილება. დასაქმებულს ევალება მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა; იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა; სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელშეწყობა და მონიტორინგი; სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრამვის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილისა და სხვათა დროს და ასე შემდეგ.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 470 ლარია. მსურველი განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 12 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გააგზავნოს.