საზოგადოება
08.10.2021 11:57
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 2 661 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და 30 პაციენტი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 

ვირუსით ინფიცირების 2 661 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 628 719-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 274 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 9 192 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 803 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 559, ქვემო ქართლი - 158, შიდა ქართლი - 116, გურია - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 293, კახეთი - 420, მცხეთა-მთიანეთი - 58, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 847, საიდანაც 4 201 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 970 პირი.

 

კვირის ამბები