საზოგადოება
27.11.2019 10:02
15 მაისამდე საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

დღეს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, საქართველო საფრანგეთისგან თავმჯდომარეობას გადმოიბარებს და 15 მაისის ჩათვლით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

ცერემონიალზე მოხდება ევროპის საბჭოს გასაღების სიმბოლური გადაცემაც. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს, სიმბოლურ გასაღებს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ამელი დე მონშალენი გადასცემს.

დღესვე, ზალკალიანი საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს დაასახელებს - ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, 15 მაისის ჩათვლით, საქართველო ორგანიზებას გაუწევს 20-მდე ღონისძიებას.

კვირის ამბები