საზოგადოება
08.10.2021 10:35
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

დღეიდან გორის მუნიციპალიტეტში გამოიდარებს.

8 ოქტომბერს, მოსალოდნელია უნალექო, ნახევრადღრუბლიანი ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +12 გრადუსს მიაღწევს. პარალელურად, თითქმის მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ქაეი 9 მ/წ.

უნალექო და ნახევრადღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი 9 ოქტომბერსაც, ჰაერის ტემპერატურა კი 2 გრადუსით მოიმატებს და +14 გრადუსს მიაწევს. მოსალოდნელია ქარიც 10 მ/წ. სიჩქარით.

10-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით კი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზიანი ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. მომდევნო დღეების განმავლობაში, გორში ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება.

კვირის ამბები