2018-2019 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს და ვერცხლის მედლების მიღება უკვე შეუძლიათ
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 2018-2019 სასწავლო წლის სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს და ვერცხლის მედლების მიღება უკვე შეუძლიათ.
როგორც GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, 196 ოქროს და 38 ვერცხლის მედალი გაიცემა.
„მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, მედლების შესყიდვა შეფერხდა, ამიტომაც მედლების გაცემას ახლა ვიწყებთ. 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს უკვე შეუძლიათ კუთვნილ ოქროს და ვერცხლის მედლებს 11 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მოაკითხონ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, სტალინის 31 ნომერში, 11:00-დან 18:00 საათამდე და უნდა იქონიონ პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ასლი. მედლის მფლობელი აუცილებლად უნდა მოვიდეს პირადად. რაც შეეხება მომდევნო წლებში სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოებას, ამ დროისთვის უკვე მივიღეთ 2019-2020 წლების კურსდამთავრებულებზე გასაცემი ვერცხლის მედლები. დარჩენილ ნაწილსაც ველოდებით, რის შემდეგაც ჯილდოებს მათზეც გავცემთ - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.